პოლიტიკა
ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებას კაგებეს გადააბარებს
შესაძლოა ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდეს, უარი თქვას უკრაინაში ომზე. რუსეთის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში კიბოს ოპერაციას იკეთებს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პუტინი ხელისუფლებას დროებით კაგებეს(FSB) ყოფილ ხელმღვანელს, ნიკოლაი პატრუშევიჩს გადააბარებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ პატრუშევი განიხილება, როგორც „ომის სტრატეგიის მთავარი არქიტექტორი და ადამიანი, რომელმაც დაარწმუნა პუტინი, რომ კიევი ნეო-ნაცისტებით არის გაჟღენთილი.“

მათივე ცნობით, პუტინს აქვს მუცლის კიბო და პარკინსონის დაავადება. პუტინის ოპერაცია სავარაუდოდ 9 მაისის, „გამარჯვების დღის“ შემდეგ ჩატარდება.

“პუტინს რეკომენდაცია გაუწიეს ოპერაციაზე, რომლის თარიღი განიხილეს და შეთანხმებულია. როგორც ჩანს, განსაკუთრებული გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ მისი გადადებაც არ შეიძლება“. – წერს გამოცემა.
| Print |
FaceBook Twitter Google