პოლიტიკა
რუსი ოკუპანტები ხერსონიდან ევაკუაციას ხელს უშლიან
უკრაინის ქალაქ ხერსონის რაიონული საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, რუსული ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ხელს უშლიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ქალაქიდან გასვლა გართულდა. არის შემთხვევები, როცა ადამიანები ახერხებენ გამოსვლას, თუნდაც ავტობუსით, მაგრამ უმეტესობას უკან აბრუნებენ,“ - აცხადებს ხერსონის საბჭოს თავმჯდომარე, იური სობოლევსკი.

მისივე თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ოკუპანტები საგუშაგოებზე მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებენ, კაცებს გაშიშვლებას აიძულებენ და მათ სხეულზე ეროვნულ ან ნეონაცისტურ ტატუებს ეძებენ.

როგორც სობოლევსკი ამბობს, ამ დროისთვის ხერსონში აღდგენილია მობილური კავშირები და ინტერნეტთან წვდომა, რათა იქ მცხოვრებ ადამიანებს შეეძლოთ დაუკავშირდნენ ოჯახებს უკრაინის სხვადასხვა ნაწილში.

| Print |
FaceBook Twitter Google