პოლიტიკა

ჯო ბაიდენმა უკრაინის მხარდასაჭერად „ლენდ-ლიზის“ დოკუმენტს ხელი მოაწერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის
დემოკრატიის დასაცავად „ლენდ-ლიზის“ 2022 წლის კანონს ხელი მოაწერა.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით Ukrinform-ი ავრცელებს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ხელის მოწერის ცერემონიალი თეთრ სახლში, 9 მაისს შედგა.
უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტი აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ მიიღო. სენატმა დოკუმენტს მხარი 6 აპრილს ერთხმად დაუჭირა, ხოლო 28 აპრილს წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა მისაღებ ზომებს.
დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტს ნებას რთავს, გამოიყენოს ლენდ-ლიზის სამხედრო პროგრამა, რათა დააჩქაროს უკრაინისთვის იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის, მედიცინის, საკვებისა და სხვა აუცილებელი რესურსის მიწოდება. ეს გულისხმობს იმას, რომ უკრაინას ღირებულების გადახადა მოგვიანებით შეეძლება.
ცნობისთვის, ლენდ-ლიზის სამხედრო პროგრამა პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. კერძოდ, პროგრამა აშშ-ებს შესაძლებლობას აძლევდა, რომ სწრაფად მიეწოდებინა იარაღი მოკავშირეებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის ნაბიჯს ისტორიულს უწოდებს და მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტს.

„მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის,
ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში უკრაინის
მხარდაჭერისთვის. "ლენდ-ლიზის" შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული
ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ დავიცავთ
დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ", - წერს
ზელენსკი "ტვიტერზე".

მასალის გამოყენების პირობები