პოლიტიკა
ომის დაწყებიდან რუსეთმა 27 900-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა-რუსეთის დანაკარგები
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, 24 თებერვლიდან 17 მაისის ჩათვლით, უკრაინის სამხედრო ძალების მიერ ლიკვიდირებულია 27 900-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

რუსეთის სამხედრო დანაკარგები ასე გამოიყურება:

-27 900 ჯარისკაცი; 1235 ტანკი; 3009 ერთეული ჯავშანტექნიკა; 578 საარტილერიო სისტემა; 198 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა; 201 ერთეული საზენიტო საბრძოლო სისტემა; 167 ვერტმფრენი; 436 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი; 97 ფრთიანი რაკეტა; 13 გემი; 2109 ერთეული საწვავის ავზი; 43 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა.

გენშტაბის ინფორმაციით, წინა დღეს რუსეთის არმიას ყველაზე დიდი დანაკარგი ზაპოროჟიესა და ლიმანში ჰქონდა.
| Print |
FaceBook Twitter Google