რუსეთის არმიამ სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას
ტერიტორიებზე უკან დაიხია.
ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,
სერგეი გაიდაი ტელეგრამზე წერს.
„ ისინი [რუსი ჯარისკაცები] მაინც ცდილობენ, ჩვენს ჯარებს ზურგიდან
შეუტიონ და ლუგანსკის ოლქის ლოჯისტიკა მოშალონ. მტერმა სევეროდონეცკი
რამდენჯერმე დაბომბა, ძალიან ძლიერად, ზოგან ქუჩის ბრძოლა
მიმდინარეობს. დაზიანდა 14 მაღალსართულიანი კორპუსი. ასევე სერიოზულად
დაიბომბა სოფელი სინეცკი“, - წერს გაიდაი.
ტექსტში ვკითხულობთ, რომ ნგრევა დაფიქსირდა ლუგანსკის ოლქის სხვა
ქალაქებშიც: გორსკში, ზოლოტესა და ლისიჩანსკში და ასევე სოფლებში :
ვრუბოვკასა და ორეხოვოში.
მასალის გამოყენების პირობები