პოლიტიკა
ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.


ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ბაიდენის თქმით, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, უკრაინა ახალ შესაძლებლობებსა და მოწინავე შეიარაღებას მიიღებს, მათ შორის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ს.

„უსაფრთხოების სფეროში ახალ მნიშვნელოვან პაკეტს ვაცხადებ უკრაინელი სამხედროებისთვის დროული და მნიშვნელოვანი დახმარების უზრუნველსაყოფად. უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც აშშ-ის კონგრესმა ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, აშშ შეძლებს უკრაინას მიაწოდოს მეტი იარაღი, რომელსაც ისინი ასე ეფექტურად იყენებენ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს საჰაერო სათვალთვალო რადარებს, ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებას, საარტილერიო ჭურვებს, ვერტმფრენებს, ტაქტიკურ მანქანებსა და სათადარიგო ნაწილებს.




 

| Print |
FaceBook Twitter Google