პოლიტიკა
რუსებმა უკრაინაში კიდევ ერთი ტაძარი დაბომბეს
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქში, წმინდა მიძინების სვიატოგორსკის ლავრა დამობმეს.

ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

ინფორმაცია მსხვერპლი შესახებ ამ დროისთვის არ არის.
1 ივნისს, ამავე რელიგიურ ნაგებობაზე რუსეთის მხრიდან გახსნილ ცეცხლს 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 5 კი მძიმედ დაშავდა.
რუსულმა არმიამ უკრაინაში 116-ზე მეტი რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობა გაანადგურა, რამაც უკრინის 13-ზე მეტი რეგიონის მოსახლეობა დააზარალა.
ცნობისთვის, წმინდა მიძინების სვიატოგორსკის ლავრა 1526 წელს აშენდა.
| Print |
FaceBook Twitter Google