პოლიტიკა
მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა - მოსკოვში აშშ-ის ელჩი
მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ახლო მომავალში ურთიერთობის გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ, რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ჯონ სალივანი საუბრობს.

სალივანის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს.

თავად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეჭრას „ისტორიაში გარდამტეხ მომენტს“ უწოდებს. მისი თქმით, ეს არის „ამბოხება აშშ-ის ჰეგემონიის წინააღმდეგ“, რაც, პუტინის შეფასებით, რუსეთს 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს თვალში ამცირებდა.

"თავს შევიკავებდი იმ ვარაუდისგან, რომ რუსეთს და აშშ-ს არასოდეს ექნებათ უფრო პროდუქტიული ურთიერთობა. მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, რა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს.

არსებულ ატმოსფეროში ეს არ მოხდება... ჩემი სიცოცხლის განმავლობაშიც" - აცხადებს სალივანი საინფორმაციო სააგენტო TASS-თან დღეს, 6 ივნისის, მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ "აშშ-ის მხრიდან, პრეზიდენტმა [ჯო] ბაიდენმა ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გამოხატა სიტყვებით, რომ რუსეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ვერ გვექნება“.

| Print |
FaceBook Twitter Google