პოლიტიკა
რუსმა ოკუპანტებმა, აზოვსტალში დაღუპული ათობით მებრძოლის უკრაინისთვის გადაცემა დაიწყეს
AP-ის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა, აზოვსტალში დაღუპული ათობით მებრძოლის უკრაინისთვის გადაცემა დაიწყეს.

გამოცემა აზოვის ბატალიონის ლიდერსა და პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულები კიევში გადაასვენეს, სადაც იდენტიფიცირებისთვის კვლევები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ აზოვის პოლკი იმ უკრაინულ ქვედანაყოფებს შორის იყო, რომლებიც თითქმის სამი თვის განმავლობაში იცავდნენ ფოლადის ქარხანას.

პარალელურად, ბრძოლები გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელიც ამ ეტაპზე რუსეთის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე კვირაა, ოკუპანტები სევეროდონეცკის აღებას ცდილობენ — მოსკოვის მთავარი მიზანი ახლა დონბასის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარებაა.

| Print |
FaceBook Twitter Google