პოლიტიკა
მსოფლიო ლიდერებმა უკრაინა არ უნდა აიძულონ - ბორის ჯონსონი რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ცუდად დადებული სამშვიდობო შეთანხმებები დიდხანს არ გრძელდება, ამიტომაც მსოფლიო ლიდერებმა უკრაინას მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა აიძულონ.

ინფორმაციას აღნიშულთან დაკავშირებით, BBC-ი ავრცელებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონი გადაურჩა ხალხისგან უნდობლობის გამოცხადებას, კაბინეტის მინისტრებთან საუბრისას, მან განაცხადა, რომ ცუდად დადებული სამშვიდობო შეთანხმებები დიდხანს არ გრძელდება.

„მსოფლიომ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი შედეგი, რომელითაც პუტინის დაუსაბუთებელი აგრესია, როგორც ჩანს, გამართლდა“, - განაცხადა ჯონსონმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრუსმა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ლონდონი რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებს ამზადებს.

უკრაინის რადა აცხადებს, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ტერიტორიების დათმობის ხარჯზე, არ დასთანხმდება. უკრაინის პოზიცია მეტად გამკაცრდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.

უკრაინის აღნიშნულ პოზიციას ემხრობა და განმარტავს ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკიც. მისი თქმით, ნებისმიერი სახის დათმობა რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო დიდ სისხლიან შეტევას გამოიწვევს.



| Print |
FaceBook Twitter Google