პოლიტიკა
პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს - 308 ხმა 218-ის წინააღმდეგ
დღეს, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ რეზოლუციას“ კენჭი უყარა.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციაში შევიდა „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), “ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების“ (ECR) და „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) შესწორებები.
ერთ-ერთი შესწორება, რომელიც „განაახლე ევროპას“ ეკუთვნის, ევროპარლამენტს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციაში შესულ შესწორებაში ვკითხულობთ, რომ ევროპარლამენტი შეშფოთებულია „იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში“. ასევე შეშფოთებას გამოთქვამს „მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე [ბიძინა ივანიშვილის] გავლენის გამო, მათ შორის, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით“.

შესწორებაში ასევე ხაზგასმულია, ბიძინა ივანიშვილის კავშირი კრემლთან, რაც „საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ არსებულ დამოკიდებულებას განსაზღვრავს“.

ევროპარლამენტმა დამატების ორივე ნაწილი მიიღო. ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება 308 ხმით, 218-ის წინააღმდეგ, დამტკიცდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu