პოლიტიკა
გაუგებარია, რას ედავებიან მას ადამიანები - ირაკლი კობახიძე ივანიშვილზე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში შესულ ცვლილებებს, რომელიც საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრისთვის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების განხილვას მოიცავს.

ამის შესახებ პარტიის თავჯდომარემ მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ასეთ რეზოლუციას „ჩალის ფასი აქვს“.

„პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნის ფონზე, ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს“,- ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში აღარაა, გაურკვეველია, რას ედავებიან მას.

„როდესაც პოლიტიკიდან წასულ ადამიანს ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკაში ჩართულობას ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე ედავება, ეს ცალკე პრობლემაა, თუმცა, თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, გაუგებარია, რას ედავებიან მას ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს საქართველოს კეთილმოსურნეებს უწოდებენ.
ფაქტია და სინამდვილეში მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, საქართველომ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით მხოლოდ პროგრესი, თანაც ფუნდამენტური პროგრესი განიცადა“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ის მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიმართ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

„საქართველოს „კეთილმოსურნეებს“, ალბათ, აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ მთელ მსოფლიოში არსებული უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოში შარშანაც და მიმდინარე წლის იანვარ-აპრილშიც 10 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ შეიძლება არ მოსწონთ, რომ საქართველო სრულიად საბედისწერო და ფატალურ ომში არ ჩაერთო და ქვეყანა არავის გაანადგურებინა, თუმცა, რაც არ მოსწონთ კრიმინალების მფარველებს, მოსწონს ქართველ ხალხს - ეს არის მშვიდობა, სამართლის უზენაესობა და ეკონომიკური განვითარება. ვისაც ეს არ მოსწონს, საქართველოს მეგობრად და კეთილმოსურნედ ნამდვილად ვერ იწოდება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ“ რეზოლუციას კენჭი დღეს, 9 ივნისს, უყარა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler