პოლიტიკა
ომი არ გვინდა, ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს - ირაკლი ღარიბაშვილი
დღეს, 13 ივნისს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პირველ რიგში საქართველოს ეკუთვნის.

„თუ ვინმეს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას. რომ ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს! - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიტატის სტატუსი ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებით დაიმსახურა.

„ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისი 30- წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობისა და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე დაიმსახურა.

ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, ეს ვთქვი საჯაროდ, დავოსშიც, ბრატისლავაშიც, ბრიუსელშიც, ჩვენ არაფერს განსაკუთრებულსა და დაუმსახურებელს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს.

თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისად, როგორც ვთქვი, ჩვენს მოსახლეობას, ხალხს, თანამოქალაქეებს ავუხსნით ყველაფერს დეტალურად რა იყო ის მთავარი გამომწვევი მიზეზები, რის გამოც თუნდაც, ის სამარცხვინო რეზოლუცია მიიღეს“,- ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი
| Print |
FaceBook Twitter Google