პოლიტიკა

ვინ თქვა, რომ უკრაინა ორ წელიწადში იარსებებს მსოფლიო რუკაზე? - მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი
აცხადებს, რომ უკრაინა მსოფლიო რუკაზე ორ წელიწადში აღარ იარსებებს.
ამის შესახებ მედვედევი ტელეგრამ არხზე წერს.
„ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, „ლენდ-ლიზით“ სურს ოკეანისიქითა
მფლობელებისგან მიიღოს LNG (თხევადი ბუნებრივი აირი) 2 წელიწადში
გადახდის პირობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ გაიყინება ამ
ზამთარს.ისმის კითხვა- ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს
მსოფლიო რუკაზე? თუმცა ამერიკელებისთვის სულერთია - მათ იმდენი
ინვესტიცია ჩადეს პროექტში „ანტი-რუსეთი“, რომ დანარჩენი მათთვის
წვრილმანია,“- წერს მედვედევი.

მასალის გამოყენების პირობები