პოლიტიკა
Obzervatel: რუსი დიქტატორი კომაშია
რუსი დიქტატორის, ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ მძიმდება. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოცემა Obzervatel-ი ავრცელებს.


სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის სიმსივნის მოსაშორებლად ქირურგიული ჩარევის შემდეგ იგი კომაშია. უკრაინული სპეცსამსახურები, კრემლში მყოფ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებიან, რომ რუსეთში ე.წ „ძალაუფლების ტრანზიტის“ პროცესი დაიწყო - ეძებენ „ტახტის“ მემკვიდრეს.

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ამ ეტაპზე რეანიმაციაშია, სადაც მას სიცოცხლეს ხელოვნური გზით უნარჩუნებენ. პუტინს ამ დროისთვის, თითქოს და, ტვინის ღეროს რეფლექსების დათრგუნვის ყველა ნიშანი გამოუვლინდა, მისი ორგანიზმი არ რეაგირებს ტკივილზე.

ვლადიმირ პუტინი დესტრუქციული კომის მდგომარეობაშია - აცხადებენ დაზვერვის წყაროები.
როგორც ჩანს, პუტინის გარემოცვამ გადაწყვიტა, რომ ინფორმაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით, დამალოს. ისინი ამის დამალვას იქამდე შეეცდებიან, სანამ დიქტატორის შემცვლელს არ მოძებნიან.
სტატიაში ნათქვამია, რომ, სანამ პუტინის ჩამნაცვლებელი არ მოიძებნება, საზოგადოებაში მას ორეული ჩაანაცვლებს, რაც მედიისთვის საჭირო სურათის შექმნაში კრემლს დაეხმარება.

მოსალოდნელია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, უახლოეს მომავალში, მიმართავს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს თხოვნით, რომ მან დააანონსოს ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა, რომელსაც ყველა დიდი ხანია, ელოდება.

თუმცა, როგორც წყაროები ამბობენ, კრემლის გეგმით, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა არ განხორციელდება - რუსეთის ფედერაციას ეშინია, რისკის ქვეშ დააყენოს პუტინის ორეულით ჩანაცვლების საიდუმლო.

შეხვედრის ჩაშლას, რუსეთის გეგმის მიხედვით, უკრაინას დააბრალებენ, თითქოს და, ვოლოდიმირ ზელენსკის არაკონსტრუქციული პოზიციის მიზეზით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურებას საჭიროებს.
| Print |
FaceBook Twitter Google