პოლიტიკა
ომის დაწყებიდან უკრაინაში 4481 მშვიდობიანი მოქალაქეა გარდაცვლილი
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში გარდაცვლილია 4481 მავიდობიანი მოქალაქე.
უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით, გარდაცვლილია 284 ბავშვი.

ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ  საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 5565 მშვიდობიანი მოქალაქე.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ძირითადად, გამოწვეულია მძიმე არტილერიის, ცეცხლის, რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევებისა და სარაკეტო- საჰაერო დარტყმების შედეგად.

ამასთან, უმაღლესი კომისრის ოფისში განმარტავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით მეტია. უკრაინის ბევრი რაიონიდან ჯერჯერობით ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება და გადამოწმება.





| Print |
FaceBook Twitter Google