პოლიტიკა
უკრაინასა და მოლოდვას კანდიდატის, ხოლო საქართველოს პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია
ევროკომისია მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭებას უწევს რეკომენდაციას.

ამის შეხებ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისარ ვარჰეის პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

აღნიშნულის გათვალისწინებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს გარკვეული პირობების შესრულება მოუწევს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანდართული პირობებით.

ევროსაბჭო სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს, სამიტზე მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მოსაზრება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა ევროსაბჭოსთვის სავალდებულო არ არის, რომ ის გაითვალისწინოს. შესაბამისად, ევროსაბჭოს უფლება აქვს მიიღოს ევროკომისიის პოზიციისგან განსხვავებული გადაწყვეტილება.




| Print |
FaceBook Twitter Google