პოლიტიკა
„ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია“-ეთიკის ქარტია
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს,  შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია"
ეხმაურება ირაკლი კობახიძის მიმართვას და ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გმობს „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე ხელისუფლების აგრესიას და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.

„ქარტია" კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა განაპირობებს.
მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.

„ქარტია" მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება", - ნათქვამია განცხადებაში.




| Print |
FaceBook Twitter Google