პოლიტიკა
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის დოკუმენტს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ვაშინგტონის მხრიდან შვედეთისა და ფინეთის NATO-ში (ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში) გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის მინიჭების დოკუმენტს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ შვედეთი და ფინეთი გახდებიან ძლიერი, სანდო და უნარიანი მოკავშირეები, რომლებიც შეასრულებენ ტრანსატლანტიკური ალიანსის ფარგლებში ურთიერთდაცვის მოვალეობას.

„უკრაინაში შეჭრით რუსეთმა, ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით, დაარღვია მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში.

პუტინს ეგონა, რომ შეძლებდა ჩვენს გათიშვას. ამის ნაცვლად მან მიიღო ის, რასაც გაურბოდა,“ - აცხადებს ჯო ბაიდენი.

აშშ-ის სენატმა 4 აგვისტოს მხარი დაუჭირა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, რითაც გახდა 30-დან 23-ე სახელმწიფო, რომელმაც ოფიციალურად გამოხატა ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებაზე თანხმობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ შვედეთისა და ფინეთის სრული რატიფიკაციისთვის აუცილებელი პირობაა, ნატოს ყველა წევრმა სახელმწიფომ მოიწონოს აღნიშნული დოკუმენტი ეროვნულ დონეზე.
| Print |
FaceBook Twitter Google