პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩად პაველ ჰერჩინსკი დაინიშნა
ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა.

ის წარსულში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) მმართველი დირექტორი იყო თავდაცვის, უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების საკითხებში.

როგორც ცნობილია, რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. აქვს ვარშავის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. სწავლობდა პოლონეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იაპონიასა და ჩინეთში.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ახალ ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პაველ ჰერჩინსკის მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნა პრიორიტეტების მიხედვით, რომლებშიც ჩართულია ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარე.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ყოფილმა ელჩმა, კარლ ჰარცელმა უფლებამოსილების ვადა ამოეწურვის შემდეგ საქართველო, ივლისის ბოლოს დატოვა.
| Print |
FaceBook Twitter Google