პოლიტიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტმა ოთხი ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
დამეგობრებული მუნიციპალიტეტების: პოლონეთის პიასეჩნოს, ლიეტუვას პაკრუოისის, ესტონეთის კუუსალუს და სლოვაკეთის პოვაჟსკა ბისტრიცას წარმომადგენლები გურჯაანს ეწვივნენ და საინტერესო შეხვედრები გამართეს.

ვიზიტის მიზანი კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება იყო.

დელეგაციას პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ვანო ბერიძიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლეს. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს და ერთობლივი პროექტები განიხილეს. დაიგეგმა სხვადასხვა პროექტის განხორციელება ტურიზმის და განათლების ხელშეწყობის მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
| Print |
FaceBook Twitter Google