პოლიტიკა
უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 2 წლამდე გახანგრძლივდა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 2 წლამდე გახანგრძლივდა.
როგორც ცნობილია, 24 თებერვლის დადგენილებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და ცვლილებები დადგენილებაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

რაც გულისხმობს იმას, რომ უკრაინის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოვლენ და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება მიეცემათ.

ცნობისთვის, 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების მიხედვით, ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა შეუძლიათ, 94 ქვეყანას მოიცავს. მათ შორისაა რუსეთის ფედერაციაც.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები უკრაინა /