პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი მხარს უჭერს რუსული კანონის წინააღმდეგ მომიტინგეებს
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამ წუთებში ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს რუსული კანონის წინააღმდეგ მომიტინგეებს.

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს პარლამენტთან დილიდან შეიკრიბა, რათა გაეპროტესტებინა რუსული, ე.წ კანონ-პროექტი "აგენტების შესახებ" .

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა, ხმების უმრავლესობით, 76 ხმა, 13-ის წინააღმდეგ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. ამ დრომდე მიმდინარეობს მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლისკენ მიმართული ღონისძიებები, პოლიციის მხირდან წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
| Print |
FaceBook Twitter Google