პოლიტიკა
ე.წ აგენტების კანონპროექტს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს

საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, დღეს, 11:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება.


ცნობილია, დღისწესრიგში ე.წ. აგენტების შესახებ პროექტის მეორე მოსმენა იქნება. როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, საკითხს კენჭისყრაზე ჩააგდებენ.

მათი განმარტებით, პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. მიზანი კი, საქართველოს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. სასახლეში დაიშვებიან აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული იქნება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო და რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გადაუგზავნა. თუმცა, მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.


 

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პარლამენტი /