პოლიტიკა
31 მარტს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენს
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 31 მარტს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენს.
„რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს. შესაბამისად, 31 მარტს, 12:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

თავმჯდომარის განმარტებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ სიტყვით. 

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პარლამენტი /