პოლიტიკა
ღირსეული პროტესტის მესამე ღამე - სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას კვლავ გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.

„რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ხალხი ყოველთვის იმარჯვებს. ერთ მხარეს საქართველოს ხალხია, მეორე მხარეს - 83 დეპუტატი, ვინც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა“ — წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე

კი ევროპას, არა რუსულ კანონს - ფართომასშტაბიანი აქცია პარლამენთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოქალაქეებმა პარლამენტის წინ შეკრება 19:00 საათიდან დაიწყეს.

| Print |
FaceBook Twitter Google