თვითმმართველობა
სოფელი, რომელიც ერისიმედად შეიქმნა, დღეს ვაჭრობის საგანია
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დელიმიტაციის პროცესშია დავით გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიები ორ ქვეყანას შორის სადავო გახდა. ხელისუფლება იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე არ საუბრობს, ექსპერტების თქმით კი, სიტუაცია საგანგაშოა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში ძირითადად აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვროებენ, თუმცა მათ გვერდით ქისტებსა და ქიზიყის სხვადასხვა სოფლებიდან ჩასახლებულ ოჯახებსაც შეხვდებით. სოფელი რაიონული ცენტრიდან დაახლოებით 40 კილომეტრითაა მოშორებული და სასაზღვრო ზოლის გასწვრივაა გაშენებული. მისი ერთი უბანი, რომელსაც ერისიმედელები სიკოხტავის გამო ხუმრობით `სიყვარულის უბანსაც~ უწოდებენ საზღვრიდან ოთხ-ხუთ მეტრში მდებარეობს. სწორედ ამ უბანში 20-25 წლის წინ აშენებული ბინების მეპატრონეებს საკარმიდამო ნაკვეთებსა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების პრივატიზაციაზე გაურკვეველი მიზეზების გამო უარს ეუბნებიან.

"აჭარიდან 1989 წელს ჩამოვედით და უკვე 22 წელია აქ ვცხოვრობთ. შარშანწლიდან საკარმიდამო ნაკვეთებისა და სახლების პრივატიზაცია დაიწყო, მაგრამ ამ ორ ქუჩაზე მაცხოვრებლებს არც მიწები დაგვიმტკიცეს და არც მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. გვითხრეს, ეს საკითხი ჯერ განიხილება, თუ დაგვთანხმდნენ და დადებითად გადაიჭრა, ხომ კარგიო. ამბობენ, რომ ამჟამად არსებული საზღვრის გამყოფი მავრთულხლართი, არასწორადაა გავლებული და ეს ორი ქუჩა აზერბაიჯანის მხარეს ეკუთვნის, სატელიტით გადაღებულ ფოტოზე ასე ჩანსო. მთავრობას რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ გვითხრეს ჯერჯერობით ეს პროცესი შეჩერებულიაო, მიზეზად იმას ასახელებდნენ, რომ ეს სასაზღვრო ზოლია!" _ ამბობს იური ხოზრევანიძე. ერისიმედელებისთვის გაურკვეველია, სად უნდა გადაასახლონ ისინი, თუკი საქართველოს ხელისუფლება ამ ტერიტორიებს აზერბაიჯანს ნამდვილად დაუთმობს. ზოგიერთი მათგანი კი ამ გადაწყვეტილების კატეგორიული წინააღმდეგია."მე არსად წამსვლელი არ ვარ. ჩემი 25 წლის შვილი ამ მიწაზე მარხია, რაც არ უნდა მიყონ, იმის სასაფლაოს არ დავტოვებ!" _ გვითხრა ჟუჟუნა ბერიძემ.

სოფლის მკვიდრი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ გაურკვეველი პასუხის შემდეგ, მათ საკუთარი ძალებით სახლისა და ნაკვეთის ოფიციალურად დამტკიცება რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. იმედის გადაწურვის შედეგად, ზოგიერთი კომპენსაციაზეც აქტიურად საუბრობს და გაუსაძლის პირობებში ყოფნას, გადასახლებას ამჯობინებენ."გაუსაძლის პირობებში ვართ: არა წყალი, გაზი, აფთიაქი, რა ვიცი რაღა ჩამოვთვალო?! სეზონზე გახშირებული წვიმების გამო, სახლები ისე იტბორება, წყალი სარდაფის ზემოთაა ამოსული და ყველაფერს ანადგურებს. ახლა ეს პრობლემაც დაგვემატა. ჩვენი აზრით, საკითხი მთავრობამ დროულად უნდა გადაწყვიტოს, მოგვხედოს და გვიპატრონოს. აბა ჩვენ რას ვიზამთ? სადმე თუ გადავსახლდებით, თორემ სხვა რას გავაკეთებთ?! იმასაც ამბობენ, კომპენსაციას გადაგიხდიანო, ალბათ ასე თუ იქნება..." _ ამბობს მარინე ზედელაშვილი.

მისივე თქმით, სოფლის პირველი უბნის მკვიდრი მოსახლეობა ადრევე ცდილობდა საკუთრების პრივატიზებას, დააიმედეს კიდეც, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრეს და კონკრეტულ მიზეზებსაც არ ეუბნებიან, არც კომპეტენტური პირისგან მიუღიათ არანაირი ახსნა-განმარტება. "ჩემი მეუღლე ამ სოფელში ცისტერნაზე მუშაობდა, თავდაპირველად რძეს, მოგვიანებით კი წყალს ეზიდებოდა. იმ პერიოდში სოფელს წყალი არ ჰქონდა. ამის მერე შემოვრჩით აქ. 1986 წელს, სოფელი რომ დაარსდა, დაახლოებით 15 ბინა ააშენეს, ეს პირველი დასახლება იყო. საკარმიდამო ნაკვეთისა და სახლ-კარის მოწმობა გვჭირდებოდა და რამდენჯერმე თხოვნითაც მივმართეთ. შარშან პასპორტები (პირადობის მოწმობა) და რაღაც საბუთებიც მოაგროვეს, დაგვაიმედეს, რომ ამ ბინებს დაგვიმტკიცებდნენ, მაგრამ სოფლის შემოსასვლელში მხოლოდ 25 მეასედი მიწის ნაკვეთები დაგვიკანონეს. შარშანწინ აზერბაიჯანის საზღვარზე ჰექტარნახევარი შემოვღობეთ, რომ გაჭირვების გამო სიმინდი ან სხვა მარცვლეული მოგვეყანა, მაგრამ გასულ წელს ეგეც აგვაშლევინეს, იმ მიზეზით, რომ საძოვრები აღარაა, საქონელი ტყეში გადის და ნადირი ჭამსო. სოფლის შემოსასვლელში სტადიონია შემოღობილი და როგორც ამბობენ, სკოლა უნდა ააშენონ, თუ ასე მოხდა, ალბათ გვეშველება. ამიტომ მშენებლობის დაწყებას ყველა იმედის თვალით შევყურებთ," _ გვითხრა მარინე ზედელაშვილმა.

არასწორადაც რომ იყოს გავლებული მავრთულხლართი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთმანეთისგან ჰყოფს, სოფლის მოსახლეობის მტკიცებით, საქართველოს კუთვნილი 70-80 ჰექტარი აზერბაიჯანის მხარეზეა დარჩენილი. საქართველოს ხელისუფლება კი ამის შესახებ არ საუბრობს. "ამბობენ სატელიტიდან ასეა დაფიქსირებული და ეს ორი ქუჩა აზერბაიჯანის მხარესააო. არადა, ჩვენი კუთვნილი დაახლოებით 70-80 ჰა. მათ მხარეზეა დარჩენილი. ე.წ. მრგვალ ტბასთან არსებულ ამ ტერიტორიებს ჩვენ ვერ ვიყენებთ, რადგან აქედან მისასვლელზე წყალია, ისინი კი საქონელს ამ მიწაზე აძოვებენ, მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს," _ ამბობს "სპექტრან" საუბარში ა. ფოლადაშვილი.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილი. "სოფელ ერისიმედის მოსახლეობის ბინებისა და საკარმიდამო ნაკვეთების პრივატიზებასთან დაკავშირებით 2010 წელს ფაქტობრივად, ჩვენი გამგეობის დახმარებით, 97 ოჯახს მოვუმზადეთ სათანადო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც საშუალება ექნებათ დაუკანონდეთ საკუთრება. გამგეობამ გაიღო ყველა ხარჯი საკადასტრო ნახაზებისა და სხვა საჭირო დოკუმენტის მოსამზადებლად. ეხლა უკვე თითოეული მოსახლე, მესაკუთრე, ვისაც სურვილი აქვს დაიმტკიცოს მიწა და სახლი, უნდა მივიდეს შესაბამის სამსახურში, საჯარო რეესტრში, გადაიხადოს მხოლოდ რეგისტრაციის ოფიციალური გადასახადი და დაარეგისტრიროს კუთვნილი ქონება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ სამოცამდე მესაკუთრემ ეს უკვე გააკეთა. ჩვენ ხელთარსებული ინფორმაციით, დღევანდლამდე არც ერთ ოჯახს პრობლემა არ შექმნია. თუ რაიმე გაურკვევლობა და შეუთავსებლობაა, არსებობს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები, სადაც გასცემენ პასუხს. მოგვაკითხონ, ჩააყენონ ადგილობრივი თვითმმართველობა საქმის კურსში და შევეცდებით აღნიშნული საკითხი გავარკვიოთ," _ ამბობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ერისიმედში არსებულ პრობლემებს უარყოფს 2010 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "სოფელი ერისიმედი სადავო ტერიტორიაზეა." "ეს სოფელი იმყოფება იმ ტერიტორიაზე, რომელიც დელიმიტაციის პროცესშია და სადავო ობიექტს წარმოადგენს," _ აღნიშნა კალანდაძემ.

ხელისუფლების მხრიდან მსუბუქი შეფასებები, რომელიც, ალბათ, მოსახლეობის დამშვიდებას ემსახურება, დიდი იმედის მომცემი არ უნდა იყოს, რადგან ექსპერტების აზრით სიტუაცია საგანგაშოა. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აღნიშნავს: "სამწუხაროდ ეს არის ფაქტი, სოფელ ერისიმედის სკოლის მიმდებარე ორი ქუჩა, გარდა ამისა, სათიბების, სახნავ-სათესისა და საძოვრების ნაწილი არის სადავოა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, საზღვრების დემარკაციის საკითხი ამ მონაკვეთში მოგვარებული არ არის, ამდენად ეს თემა მწვავედ დგას. ხალხი  გაურკვეველ მდგომარეობაშია და რაც არ უნდა განაცხადოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ეს საკითხი ჯერჯერობით განხილვის რეჟიმშია. მოსახლეობას სიმართლეს არ ეუბნებიან, თუმცა ირიბად მიანიშნებენ ამის შესახებ, მაგრამ რა მოჰყვება ამ პრობლემას არავინ აკონკრეტებს." მამუკა არეშიძის განცხადებით, ყველა ის ფაქტი, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს სიმართლეს შეესაბამება, ამას აზერბაიჯანის მხარეც აღნიშნავს: "რადგან ქართული მხრიდან ვერ მოვიპოვეთ კონკრეტული ინფორმაცია, დავუკავშირდით ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ეს ნამდვილად ასეა," _ ამბობს მამუკა არეშიძე.

ექსპერტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და პრინციპულად დაიცვას ის ტერიტორიები, რომლებიც თავის დროზე კომუნისტებმა შეინარჩუნეს: "ოთხმოციან წლებში მდინარე ალაზანმა კალაპოტი შეიცვალა, საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა და იმის გამო, რომ ეს ტერიტორიები შეენარჩუნებინა, იქ შექმნა სოფელი ერისიმედი. დაასახლა ეკომიგრანტები, ქისტები და სხვა. სხვათა შორის, უნდა გითხრათ მნიშვნელოვანი რამ, აზერბაიჯანის ჩრდილოეთში მდინარე სამურმა, რომელიც აზერბაიჯანს დაღესტნისგან ჰყოფდა, ანალოგიურად შეიცვალა კალაპოტი და თავისთავად საზღვარიც, ოღონდ ამჯერად რუსეთის სასარგებლოდ. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოში მედვედევის ვიზიტის დროს რუსეთის ხელისუფლებასთან მიაღწია შეთანხმებას და ეს ტერიტორია აზერბაიჯანს დარჩა, თანაც არა მარტო მიწების ეს ნაწილი, არამედ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ორი ლეკური სოფელი აღმოჩნდა. ეს მოხდა ფაქტობრივად გასულ წელს და თუკი აზერბაიჯანს შეუძლია იყოს ასეთი პრინციპული, რატომ არ შეიძლება საქართველოც იყოს ასეთივე პრინციპული ერისიმედისა და დავითგარეჯის საკითხთან მიმართებაში?" რამდენიმეწლიანი დავა, რომელსაც დასასრული ჯერ კიდევ არ უჩანს, რადგან საქართველოს ოფიციალური მთავრობა ამ პრობლემის სიმწვავეს არ აღიარებს და საკუთარი მოქალაქეების ფუჭი იმედებით დამშვიდებას ცდილობს, ქართველი მოსახლეობის სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება. სოფელი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ქვეყნის საიმედოდ შეიქმნა და სახელიც შესაბამისი _ ერისიმედი დაერქვა, შესაძლოა, მალე საქართველოს კუთვნილებას აღარ წარმოადგენდეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგები
გამოქვეყნდა. თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტების
გამჭვირვალობის ხარისხი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგები გამოქვეყნდა. თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის ხარისხი.
10:35 / 22.11.2023
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის
საქმიანობის აუდიტის შედეგებიდან ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის
მერიის საქმიანობაში დარღვევათა 14 პუნქტი გამოვლინდა და გაიცა 9
შესაბამისი რეკომენდაცია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის შედეგებიდან ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში დარღვევათა 14 პუნქტი გამოვლინდა და გაიცა 9 შესაბამისი რეკომენდაცია.
13:18 / 15.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 16 აპრილს, 21:00 საათზე დასრულდა პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავდნენ. რადგან კანონპროექტზე კენჭისყრა დღეს ვერ შედგა, პირველი მოსმენით მსჯელობას პარლამენტი ხვალ, 17 აპრილს 12:00 საათზე დაუბრუნდება.
21:31 / 16-04-2024
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია “კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” პლენარული სხდომის პარალელურად, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, კვლავ გრძელდება. მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ.
21:01 / 16-04-2024
საქართველოს პარლამენტში წარადგინეს ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე ორი ალტერნატიული კანონპროექტი, რის შემდეგაც კენჭი უყარეს, თუ რომელი კანონი უნდა აეღოთ საფუძვლად, რომელსაც უკვე პირველი მოსმენით განიხილავდნენ.
16:20 / 16-04-2024
რამდენიმე წუთში პარლამენტში პლენარულ სხდომაზე წარადგენენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ასევე ორ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელთა მომხსენებლებსაც ამისათვის 10-10 წუთიანი რეგლამენტი ექნებათ.
15:27 / 16-04-2024
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
21:42 / 12-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 27 °C
img
საგარეჯო 14 / 25 °C
img
დ.წყარო 13 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 28 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 15 / 27 °C
img
თელავი 15 / 26 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.