თვითმმართველობა
დეპუტატობის კანდიდატები ხანუმ ჯეორანოვას საქმის გამოძიებას ითხოვენ [Video]
დღეს საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ისაუბრეს. მათი თქმით, ის ფაქტი, რომ აღნიშნული საქმე დღემდე გამოუძიებელია შემაძრწუნებელია. ორივე კანდიდატმა პირობა დადო, რომ პირადად დაინტერესდებიან აღნიშნული ფაქტით. "თამუნა კორძაიას სიტყვებს დავეთანხმები, პროკურატურას მართლაც შეეძლო ეს საქმე ყოფილიყო საჩვენებელი, იმისთვის, რომ ყოფილიყო პრევენცია შემდგომში მსგავსი ფაქტების თავიდან აცილებისთვის. ამ საქმის გამოძიება პარლამენტის ტრუბუნიდან უნდა მოვითხოვოთ", - განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ პირადად მიმართავს პროკურორს და მოითხოვს ამ საქმის დეტალურად შესწავლას: "მოვითხოვ შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც ჩაერთვება ამ გამოძიების პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ადეკვატური პასუხი მოჰყვება პროკურატურიდან." შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა მთელი სოფლის დასანახად ქმრის ნათესავებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ხანუმ ჯეირანოვამ თავი ჩამოიხრჩო. 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. თვითმკვლელობის მიზეზად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მაცხოვრებლები წინა დღეს განვითარებულ მოვლენებს ასახელებდნენ. ამბობდნენ, რომ ახალგაზრდა ქალი მთელი სოფლის დასანახად ქმრის ნათესავებმა სასტიკად სცემეს. საზარელი ისტორიის მიზეზი ეჭვიანობაა. სოფელში თქვეს, რომ ხანუმ ჯეორანოვა ქმრის ნათესავებმა უცნობ მამაკაცთან ერთად დაინახეს და ღალატი დააბრალეს. ახალგაზრდა ქალი დაიჭირეს და მთელი სოფლის დასანახაად სცემეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ ქმრის ნათესავები ქალს ჯერ სოფლის ბირჟაზე გაუსწორდნენ, შემდეგ კი მაღაზიის უკან გაიყვანეს და იქ სცემეს. ქმრის ნათესავები იმ დღეს სოფელში არავის შეუჩერებია. რამდენიმესაათიანი ცემისა და წამების შემდეგ ხანუმ ჯეირანოვა მამასთან სახლში მიიყვანეს. იმ დროს არც მამა და არც ქმარი სოფელში არ იმყოფებოდნენ. სოფლის გამგებელი, მაჰმუდ ალიევი ამბობდა, რომ ქალის ცემის ფაქტი სოფელში არავის გაკვირვებია. სოფლის მაცხოვრებლებს არ დაურეკავთ არც პოლკიციაში და არც სასწრაფო დახმარება გამოუძახებიათ. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. https://youtu.be/VUJkVkvlXdY
| Print |
FaceBook Twitter Google