თვითმმართველობა
ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის ორ მილიონ ლარამდე დაიხარჯება
ბაკურციხის კულტურის სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ობიექტის დასუფთავება და მისი მომზადება სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად. პროექტის ღირებულება 1 941 527 ლარია. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობა 15%-იან თანადაფინანსებაში იღებს მონაწილეობას.
| Print |
FaceBook Twitter Google