თვითმმართველობა
გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
დღეს 17:00 საათზე ქალაქ გურჯაანში, „პაპას ბაღში" „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ აქცია გაიმართა. speqtri.ge-ს ჟურნალისტის, ინფორმაციით ამ აქციაზე სახელწოდებით - „ლიკვიდირებული ენმ" იმყოფებიან ის პირები, რომლებმაც მიმდინარე წლის აპრილში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში წიწილებიანი კვერცხები ესროლეს. ინფორმაციისთვის, ქუთაისში, გორში, ბათუმსა და ოზურგეთში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები დაარბიეს, ახალციხეში კი ოფისის კარი აჭედეს.
| Print |
FaceBook Twitter Google