თვითმმართველობა
გურჯაანში "ნაციონალურ მოძრაობას" ოფისის კარი აუჭედეს [Photos]
რამდენიმე წუთის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამართული აქცის მონაწილეები პარტიის ოფისთან მივიდნენ. მათ შენობის შესასვლელს წითელი ლენტი შემოავლეს, ცოცხები მიიტანეს და ოფისის კარები ფიცრებით აჭედეს. "დღევანდელი აქციის მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებამ მოითხოვა "ნაციონალური მოძრაობის" ქართული პოლიტიკური სივრციდან საერთოდ გაქრობა. მოთხოვნის მიზანი ალბათ ყველასთვის ნათელია. პიკს მიაღწია ზიზღმა და ამ მოქმედების სურვილმა, როდესაც კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა ძალადობის კადრები. შესაბამისად საზოგადოება მოიქცა ადეკვატურად. მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება ყველა რეგიონი თუ მოგვბაძავს და ეს თუ იქნება დასაწყისი იმისი, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღიგავოს პირისაგან მიწისგან "ნაციონალური მოძრაობა" -აღნიშნა აქციის მონაწილე ლევან კოჭლოშვილმა. აქციის დროს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაკეტილი იყო და ადგილზე არავინ იმყოფებოდა. "ჩვენ ვიმყოფებით "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე, შესაბამისად პარტიის ოფისი იყო დაკეტილი. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს ამას შევაფასებ კრიმინალურ აქტად. "ენდიაის" კვლევის შედეგებმა აგონიაში ჩააგდო ხელისუფლება და მიმართავენ ასეთ სამარცხვინო მეთოდებს,"- განუცხადა speqtri.ge -ს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გურჯაანის შტაბის ხელმძღვანელმა გოჩა სიბაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google