თვითმმართველობა
ლაგოდეხის თვითმმართველობაში რვა ვაკანტური ადგილია
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კონკურსი გამოაცხადა. თვითმმართველობაში რვა ვაკანტური ადგილია. ლაგოდეხის გარდა კონკურსი თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება. კონკურსი სამ ეტაპს, საბუთების გადარჩევას, ტესტირებას და გასაუბრებას მოიცავს. დეტალური ინფორმაციის ნახვა საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე შეგიძლიათ.
| Print |
FaceBook Twitter Google