თვითმმართველობა
პრემიერმა საგარეჯოელებს თამარ ხიდაშელის მხარდაჭერისკენ მოუწოდა
25 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და მინისტრებმა საგარეჯოს მოსახლეობას კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თამარ ხიდაშელი წარუდგინეს. პრემიერმა მოსახლეობას ქართული ოცნების სამწლიანი ანგარიში გააცნო და ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე. საგარეჯოს ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას დეპუტატობის კანდიდატმა მიმართა. "ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის ადამიანი. ამ ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ მას ეროვნული საქმის კეთება შეუძლია და ამ საქმის ცენტრში დგას თითოეული ადამიანი. მე ვამაყობ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელიც 2012 წლის შემდეგ ატარებს სამართლიან არჩევნებს, თავისუფალ არჩევნებს... მე გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული საგარეჯოელის ხმა პარლამენტში, თითოეული საგარეჯოელის უფლებების დამცველი", - განაცხადა თამარ ხიდაშელმა და მოსახლეობას 31 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობასა და კოალიციის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
| Print |
FaceBook Twitter Google