თვითმმართველობა
სოფელ არბოშიკში ჭაბურღილების მოსაწყობად 639 890 ლარი გამოიყო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში იგეგმება სამი ჭაბურღილის მოწყობა, რის შედეგადაც, 150 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. ამ ეტაპზე ორი მათგანი გაბურღვის პროცესშია. ამის შემდეგ წყალი რეზერვუარში დაგროვდება, საიდანაც წყლის შემკრებ ავზიდან თვით დინებით მოხდება სოფლისთვის წყლის მიწოდება. ასევე მიმდინარეობს მოსახლეობის წყალმომარაგების დაქსელვა, რომელიც 3 კმ-ს შეადგენს. პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან" გამოყოფილი თანხით ხორციელდება და 639 890 ლარს შეადგენს. სატუმბი მოწყობილობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ სოლომონ ღორაშვილმა, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა დავით ფხოველიშვილმა, არბოშიკში გამგებლის წარმომადგენელმა მურად ელაშვილმა და ამავე სოფლის მაჟორიტარმა დეტუტატმა არსენ ბაღაშვილმა დაათვალიერეს. „საშვილიშვილო საქმე კეთდება, რადგან რამდენიმე ათეული წელია არბოშიკში ცენტრალიზებული წყლის მიწოდება აღარ ყოფილა და მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება წყალმომარაგების საქმე“ - განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google