თვითმმართველობა
სექტემბრის ანგარიში - თელავის მუნიციპალიტეტში რამდენიმე პროექტი დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტში დასრულდა 2 რეგიონალური პროექტი: 1. სოფელ სანიორედან სოფელ ართანაში შემოსასვლელი ცენტრალური გზის მოასფალტების და სოფელ წინანდალში საუბნო გზების (რკინიგზის სადგურისკენ მიმავალი 2014 წელს მოასფალტებული გზის გაგრძელება) სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი იყო 690 000 ლარი. ამ პროექტის განხორციელების შედეგად (ფართობი 9 685 მეტრი) ცენტრალური გზით სარგებლობს 1 672 ადამიანი; 2. სოფელ იყალთოში სასმელი წყლის ჭაბურღილის სარეაბილიტაციო, სამარაგო ავზებისა და მილსადენების მოწყობის სამუშაოების დასრულდა, რომლის განსახორციელებლადაც გამოყოფილი იყო 128 182 ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასრულდა 5 ინფრასტრუქტურული პროექტი: 1. ყარაჯლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის სტადიონის რეაბილიტაცია. სტადიონის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი იყო 27 999 ლარი; 2. ყარაჯლის ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის რეზერვუარის გაწმენდა, რომლისთვისაც გამოყოფილი იყო 5 791 ლარი; 3. იყალთოს ადმინისტრაციულ ერთეულში ატრაქციონების მოწყობა - გამოყოფილი იყო 5 829 ლარი; 4. იყალთოს ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის მოწყობისთვის დაიხარჯა 41 045 ლარი; 5. ლალისყურის ადმინისტრაციულ ერთეულში შეიძინეს სპორტული ინვენტარი, რომლის ღირებულებამ 11 615 ლარი შეადგინა. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული ზედამხედველობის შედეგად დაწერილია 4 ჯარიმა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა - დავით ნაპირელმა გამოსცა 154 ბრძანება. თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამსახურს განცხადებით (თხოვნით) მიმართა 244-მა მოქალაქემ. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ დაფინანსდა 128 მოქალაქე 16 007 ლარის ოდენობით. თელავის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მიერ გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფში გაიგზავნა 7 ახალგაზრდა. თვითმმართველი თემი თელავის მუნციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ განხორციელდა შემდეგი სახის ღონისძიებები: 1. 2015 წლის 14 სექტემბერს კულტურის სამსახურს საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოდან ეწვია ორი სპეციალისტი, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ძეგლთა დაცვის სპეციალისტებისთვის ჩაატარეს საინფორმაციო სახის ტრენინგი; 2. მიმდინარე წლის 24 სექტემბერს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში სახალხო დღესასწაული ,,სამასი არაგველობა“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და მოწვეული სტუმრები. (ა.ა.ი.პ) სასპორტო გაერთიანების ორგანიზებით კი ქართულ ჭიდაობაში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში შეჯიბრი ჩატარდა და უშიშა ყორიაულის სახელობის გარდამავალი თასი გათამაშდა.
| Print |
FaceBook Twitter Google