თვითმმართველობა
თელავი საუკეთესო თვითმმართველობის მქონე მუნიციპალიტეტებს შორის მოხვდა
ქალაქი თელავი საერთაშორისო ურთიერთობებში მიღწეული წარმატებისთვის 10 საუკეთესო ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტებს შორის დასახელდა.
კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, პრემიერ–მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობებს დღეს უკვე აქვთ ყველანაირი ბერკეტი, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ პროექტები, რაც დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თელავის მერს პლატონ კალმახელიძეს ადგილობრივი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის ჯილდო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ამაშუკელმა გადასცა. კონფერენციას მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გუბერნატორები, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გამგებლები და მერები ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google