თვითმმართველობა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური პაკეტი 10 00 ლარით გაიზარდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ პირველივე მოსმენით დაამტკიცა. განხილვას 24 დეპუტატი ესწრებოდა. ბიუჯეტი სესიაზე 17 ხმით მიიღეს.

2016 წლის ბიუჯეტის განხილვას საჯარო მოხელეთა გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 2016 წლის ბიუჯეტი 5 842 000 ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, სოციალური პაკეტი 10 00 ლარით გაიზარდა და 530 000 ლარი შეადგინა.
2016 წელს პრიორიტეტები სასმელი წყლის მოწესრიგება, გზების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google