თვითმმართველობა
გახდება თუ არა ვანო ბერიძიშვილი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი 2016 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად მოიაზრება.
ის რამდენიმე დღის წინ გამართულ პარტიის კონფერენციაზე, "ქართული ოცნების" გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედაც აირჩიეს.
როგორც ვანო ბერიძიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, სამომავლოდ დიდი გეგმები ნამდვილად აქვს.
"მე დღეს არ ამირჩიეს, ადრეც ვიყავი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ჩვენი წესდების თანახმად, ყოველ წელიწადს ხდება გადახალისება და პოლიტსაბჭოს წარდგინებით კონფერენციამ ისევ მე ამირჩია. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი და შესაბამისად, ჩვენ გავიზრდებით, ჩამოვყალიბდებით და აქტიურად ჩავერთვებით საარჩევნო კამპანიაში. ვეცდებით გავაკეთოთ ბევრი სასიკეთო საქმე რაც ჩვენს მოსახლეობას წაადგება."-აღნიშნა მან.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენას, აღნიშნული ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარემ არც უარყო და არც დაგვიდასტურა. როგორც მან განმარტა, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს და წინასწარ საუბარი ზედმეტია.


| Print |
FaceBook Twitter Google