ახალი ამბები
"სტუდენტები თვითმმართველობისათვის" და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა
დღეს, პროექტის "სტუდენტები თვითმმართველობისათვის" მონაწილე სტუდენტები ანა მოსიაშვილი, ოთარ ბოჭორიშვილი და ნიკა მარკოზაშვილი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.   პროქტის ფარგლებში ახალგაზრდები  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების  საჭიროებებს იკვლევენ.

"ვესაუბრეთ არასამთავრობო და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.  შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.  გამოკვეთა ის  საკითხები, რომლებიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებას აწუხებს .  დღეს ასევე ვხვდებით მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომ მათი აზრიც მოვისმინოთ.  შემდეგ   დავამუშავებთ ამ პრობლემებს და  პრიორიტეტულობის მიხედვით შევარჩევთ საკითხს,  რომელზეც მოვამზადებთ  განვითარების გეგმას."-აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში სტუდენტური გუნდის ლიდერმა ანა მოსიაშვილმა.

შეხვედრაზე მიწვეულმა სტუმრებმა რამდენიმე აქტუალურ თემაზე  გაამახვილეს ყურადღება.  საზოგადოებაში არსებული სოციალური ფონი, დასაქმება,  მყარი ნარჩენებისა და ნაგავსაყრლების საკითხი,  სოციალურ აქტივობებში მოქალაქეების ჩართულობის ნაკლებობა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების პასიურობა, საგზაო უსაფრთხოება, ანტისანიტარია აგრალურ ბაზარში და გარემოვაჭრეების საკითხი, -  ეს განხილული თემების არასრული ჩამონათვალია.

ანა მოსიაშვილმა ჩვენთნ საუბარში აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა ჰქონდათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთანაც. "მიმოვიხილეთ ის პროგრამები, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს. ასევე ვისაუბრეთ საჭიროებებსა და პრობლემებზე. სხვათა შორის, ამ შემთხვევაშიც გამოიკვეთა  ნაგავსაყრელების საკითხი, ასევე დასახელდა პარკირების პრობლემა.   გარდა ამისა, მიმოხილული იყო ის პროგრამები, რაც 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვითაა განსაზღვრული."

სტუდენტების თქმით,  აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევის შედეგებსა და ანალიზს საზოგადოებას მაისში გააცნობენ.
| Print |
FaceBook Twitter Google