თვითმმართველობა
რვა ვაკანსია გურჯაანის თვითმმართველობაში და 18 პრეტენდენტი
გურჯაანის გამგეობაში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა.
39 აპლიკანტიდან ტესტირებაზე მხოლოდ 17 კონკურსანტი გამოცხადდა. აქედან მინიმალური ზღვარი ექვსმა გადალახა.
"ექვს აპლიკანტთან ერთად, გასაუბრებას გაივლის ის 12 პრეტენდენტიც, რომლებმაც ტესტირების ეტაპი წინა კონკურსზე წარმატებით გადალახეს. აქედან გამომდინარე კონკურსის ბოლო ეტაპზე 18 ადამიანი გავა. სულ 8 ვაკანსიაა. აქედან 7 სპეციალისტის, ხოლო ერთი გამგებლის წარმომადგენლის."-აღნიშნა საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ზაქარია ქაჩლიშვილმა.

მესამე ეტაპი, ანუ გასაუბრება თვის ბოლოს გაიმართება.


| Print |
FaceBook Twitter Google