თვითმმართველობა
ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შეიცვალა. დავით ჭუნიაშვილი გია შაოშვილმა ჩაანაცვლა.

- „იქიდან გამომდინარე რომ ოქტომბერში არჩევნებია და ბევრი სამუშაოა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავით ჭუნიაშვილი ფრაქციის ხელმძღვანელის პოზიციიდან წასულიყო.  ახლა ამ მოვალეობას მე შევასრულებ, რაიონულ ორგანიზაციას კვლავ დავით ჭუნიაშვილი უხელმძღვანელებს. “- განუცხადა speqtri.ge-ს გია შაოშვილმა.

შეგახსენებთ რომ ამ დრომდე ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატების“ და პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ჭუნიაშვილი იყო.

| Print |
FaceBook Twitter Google