თვითმმართველობა
"ცხვირში ამოგადენ“- რატომ დაემუქრნენ გურჯაანის გამგებელს [Video]
დღეს გურჯაანის საკრებულოს სესიამ ხმაურით ჩაიარა.
ერთმანეთს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, საკრებულოს დეპუტატი სიმონ ქოჩორაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი გერგიძე დაუპირისპირდნენ.

დეპუტატმა გამგებელი საკრებულოს დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. ხმაურმა საკრებულოს დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა.

აქვე განვმარტავთ, რომ საქმე ეხება გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე განთავსებული შენობის პირობის მოხსნის საკითხს. მფლობელები აცხადებენ, რომ შენობა სპორტული მიმართულებით ვერ მუშაობს. ამიტომ მათ საკრებულოს მიმართეს. საკრებულოს გასული წლის დეკემბრის გადაწყვეტილების მიუხედავად, გამგებელმა სტატუსის მოხსნის საკითხს ხელი არ მოაწერა.
| Print |
FaceBook Twitter Google