თვითმმართველობა
სად გაუშვეს გამგებლის მოადგილე?- შვებულებაში თუ სახლში
როგორც speqtri.ge-სთვის გახდა ცნობილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ელგუჯა გიორგაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაგვიდასტურა.
საკითხის გარკვევას თავად მასთან შევეცადეთ.

- "გურჯაანი ჭორების რაიონია. მაისამდე შვებულებაში ვარ. მერე მოდით და თუ გათავისუფლებული ვიქნები, ხომ დაინახავთ?!"- გვითხრა ელგუჯა გიორგაძემ.

გურჯაანის მუნიციპლიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ზვიად ბიაშვილის თქმით: "მან ისარგებლა შვებულებით, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოითხოვა, მის გათავისუფლებას არ ვადასტურებთ".

თუმცა ფაქტია, აღნიშნული ინფორმაცია პირად საუბარში გამგეობის რამდენიმე თანამშრომელმა დაგვიდასტურა, მაგრამ ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავეს.
| Print |
FaceBook Twitter Google