თვითმმართველობა
132 000 ლარი სააღდგომო პრემია გურჯაანის თვითმმართველობაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 35 000 ლარი პრემიის სახით უკვე გასცა. საკრებულოს ყველა თანამშრომელმა ხელფასის ოდენობის პრემია მიიღო.
- „თანხა ორი დღეა რაც ჩაერიცხათ. თავს უფლება მივეცით წელიწადში მხოლოდ ორჯერ გავცეთ პრემია. საჯარო მოხელეს არ აქვს კომერციული საქმიანობის უფლება, იღებენ მინიმალურ ხელფასს. დასვენება შაბათ-კვირა აქვთ და საკარმიდამო მიწის მოვლასაც კი ვერ ასწრებენ. პრემიერმა განაცხადა, რომ საჯარო მოხელის ხელფასი და კერძო სექტორში დასაქმებულის, დღე და ღამესავით განსხვავდება ერთმანეთისგან. ორჯერადი პრემიის გაცემა საკმაოდ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ.“- განუცხადა speqtri.ge-ს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ გია ამისულაშვილმა.

სააღდგომოდ ხელფასის ოდენობის პრემიას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულებიც მიიღებენ. საფინანსო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მთლიანობაში საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომელთა პრემიისთვის 132 000 ლარი დაიხარჯება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პრემია /