თვითმმართველობა
გურჯაანის გამგებლის მოადგილე გაათავისუფლეს
speqtri.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გაგებლის პირველ მოადგილეს ელგუჯა გიორგაძეს თანამდებობა დაატოვებინეს.

ჩვენი ინფორმაციით, მისი გათავსუფლების ბრძანება დღეს დაიწერა და ის სამსახურში აღარ გამოცხადებულა. დეტალებს ვარკვევთ და უახლოეს ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

ელგუჯა გიორგაძის გათავისუფლების საკითხი რომ განიხილებოდა, ამის შესახებ speqtri.ge ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წერდა. გამგებლის ყოფილი მოადგილე ინფორმაციას არ ადასტურებდა და ამბობდა, რომ შვებულებაში იმყოფებოდა.


| Print |
FaceBook Twitter Google