თვითმმართველობა
გურჯაანის გამგებლის პირველ მოადგილედ მეორე მოადგილე დაინიშნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ პირველ მოადგილედ დიმიტრი კალატოზიშვილი დანიშნა.მანამდე ის მეორე მოადგილის ფუნქციას ასრულებდა.
ის ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული და შრომისმოყვარე კადრია, თავისი საქმის პროფესიონალია. ინფრასტრუქტურული პროექტები რომ კარგად მიდის გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ეს მისი დამსახურებაა. დიმა დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, თავისი უფლებამოვალეობიდან გამომდინარე, პირველი მოადგილე ყოფილიყო. სხვათა შორის, ორი წლის წინ, როდესაც მე მოვედი, თავიდანვე მქონდა სურვილი ის ყოფილიყო პირველი მოადგილე. რაც შეეხება მეორე მოადგილეს, თუ გამოჩნდა ისეთი კადრი, ვინც გამოგვადგება, გადავწყვეტთ. ჯერჯერობით, არავის კანდიდატურა არ განიხილება.“- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ.

გამგებლის პირველი მოადგილის პოზიცია ვაკანტური მას, შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის მაისში ელგუჯა გიორგაძე გაათავისუფლეს. მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საქმეს გურჯაანის რაიონული სასამართლო განიხილავს.
| Print |
FaceBook Twitter Google