თვითმმართველობა
ვინ შეცვალა დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფარული კენჭისყრით, თავმჯდომარედ ნუგზარ პაპიაშვილი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 24-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ის მანამდე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზვიად ჯავახიშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯავახიშვილის გადადგომის მიზეზი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები გახდა.

როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ვისთან ჰქონდა უთანხმოება ზვიად ჯავახიშვილს, მისთვის უცნობია.

-"არ ვიცი ვის გულისხმობდა. რა თქმა უნდა, მეც ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ, მაგრამ მასთან უთანხმოება არ მქონია. ეს თავად ბატონ ზვიადს უნდა ჰკითხოთ."

speqtri.ge ყოფილ თავმჯდომარეს კორპორატიულ ნომერზე დაუკავშირდა, თუმცა მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.


| Print |
FaceBook Twitter Google