თვითმმართველობა
ვინ იქნებიან გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები
2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო 39 დეპუტატით დაკომპლექტდა, ამათგან 24 - მაჟორიტარული, ხოლო 15 პროპორციული სიითაა წარდგენილი.
ახლადდაკომპლექტებულ საკრებულოს 31 წევრი ეყოლება მმართველი გუნდიდან , 5 - „ევროპული საქართველოდან“, 2-„ნაციონალური მოძრაობიდან“ და ერთი - „პატრიოტთა ალიანსიდან“. პროპორციული სიით „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრის მანდატი მიიღო: ვანო ბერიძიშვილმა, გიორგი ალიაშვილმა, ზურაბ ხუროშვილმა, ელგუჯა ქათამაძემ, მაია ბეროშვილმა, ზაზა თოდაშვილმა, დალი მინდიაშვილმა, მარიამ სირბილაშვილმა, თამაზ შიშნიაშვილმა. საკრებულოში „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენს გიორგი პეტრუზაშვილი, ვასილ უტიაშვილი და მიხეილ ბეჟანიშვილი. „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრი იქნება თემურ ბუწაშვილი და ნიკა ნიჟარაძე. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” კი კობა კუპრაშვილი წარმოადგენს.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ ორი კანდიდატია, დანარჩენი მმართველ გუნდს წარმოადგენს. „ქართული ოცნებიდან “ მაჟორიტარი დეპუტატები არიან: ზურაბ სიმონიშვილი,აკაკი ფოცხვერაშვილი,თეიმურაზ ქევხიშვილი,დავით პაიჭაძე, გიგო მაჩხაშვილი,ზაქარა შოშიაშვილი, ლევან ხაზიური, გია შაოშვილი,გიორგი მაჭავარიანი,რამაზ უტიაშვილი, თეიმურაზ ზარდიაშვილი,თემურ ელიკაშვილი,ზურაბ მუხულიშვილი,ზურაბ წინწალაშვილი, ვაჟა მამისაშვილი, ლევან თევდორაშვილი,ზურაბ ბადრიაშვილი,გივი რამაზაშვილი, ალექსანდრე ბასილაშვილი, თეიმურაზ ზავრაშვილი, გელა ზაკალაშვილი და ვაჟა მაჩხაშვილი“ „ევროპული საქართველოდან“ საკრებულოს წევრები გახდნენ - ვალერი ირომაშვილი და ვალერი ბარნაბიშვილი.
| Print |
FaceBook Twitter Google