თვითმმართველობა
როგორ დაკომპლექტდა ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო
16 მაჟორიტარი და 15 პროპორციული სიით წარდგენილი დეპუტატი, ასე გამოიყურება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31 წევრიანი შემადგენლობა.

პროპორციული სიით მანდატები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“-რვა წევრი, „ევროპული საქართველო“ -ორი, „ნაციონალური მოძრაობა“- სამი, „პატრიოტთა ალიანსი“-ერთი და ასევე ერთი წევრი ჰყავს „ლეიბორისტულ პარტიას“.
რაც შეეხება მაჟორიტარ დეპუტატებს, მმართველ გუნდს 14 წევრი ჰყავს, ერთი დამოუკიდებელი დეპუტატია და ერთიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.
პროპორციული სიით საკრებულოს დეპუტატები არიან:
„ქართული ოცნება“ - ზაზა მიგრიაული, თამარ ყეინიშვილი, მარეხ კოხტაშვილი,ბიძინა ჭიჭიკოშვილი, თიკო მგელაშვილი, არჩილ მექვევრიშვილი, არსენ ბუღრიძე, გიორგი ხუცურაული.
„ევროპული საქართველო“ - გელა ჭვრიტიძე, ფირუზ შიომღვდლიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ - შაქრო ტერტერაშვილი, გიორგი მაისურაძე, ვალერიან დედაბრიშვილი.
„პატრიოტთა ალიანსი“- თინათინ მოზაიძე.
„ლეიბორისტული პარტია“- თეიმურაზ ბოდაველი.

მაჟორიტარი დეპუტატები გახდნენ:
„ქართული ოცნება“- ნუგზარ ალავიძე, არჩილ შათირიშვილი, რამაზ ბაღაკაშვილი, ლევან ითიურიძე, მაგდანა ალხანაშვილი, თამაზ წითელაური, ლევან გოგოთიძე, ვაჟა სუხოშვილი,დავით იმერლიშვილი, ანზორ ხიძანაიძე, რევაზ გახუაშვილი, იური მრელაშვილი, ლევან უძილაური, თამაზ ბორჩაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“- დავით ახალკაციშვილი.
დამოუკიდებელი დეპუტატი- დავით ავაზაშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google