თვითმმართველობა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 4 დამოუკიდებელი დეპუტატია
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელიც 31 წევრით დაკომპლექტდა, 16 მაჟორიტარი დეპუტატია და 15 პროპორციული სიით წარდგენილი.
2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მიღებული ხმების შესაბამისად, პროპორციული სიით „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა ჰქონდა, საკრებულოში 9 დეპუტატი წარედგინა, „ევროპული საქართველოს“-ორი, „ნაციონალურ მოძრაობას“- სამი და „პატრიოტთა ალიანსს“-ერთი.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ -12 დეპუტატი ეყოლება, ხოლო დანარჩენი ოთხი - დამოუკიდებელი დეპუტატია.

პროპორციული სიით საკრებულოს დეპუტატები გახდნენ:
„ქართული ოცნება“- ივანე ხაჩიძე, კარლო ჯამბურია , ზურაბ ჯაფარიძე,
გიორგი ღამბაშიძე, მარიანა გელაშვილი, სალომე ღონღაძე, გიორგი დარბაიძე ,თორნიკე ტალახაძე, ომარ მირზოშვილი.
„ევროპული საქართველო“- გიორგი ენუქიძე, ეკატერინე იობაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“-ევა ლომთაძე ,ფირუზ გელაშვილი, ალიხან ალლაზოვი .
„პატრიოტთა ალიანსი“- არჩილ როსეფაშვილი.

მაჟორიტარი დეპუტატები არიან:
„ქართული ოცნება“- ვახტანგ სარალიძე, ვლადიმერ ალიბეგაშვილი , გია კობახიძე , ვასილ ნოზაძე, ალექსანდრე ბაინდურაშვილი, დავით კაპანაძე, ამილ ნიაზოვი, ხვიჩა ყაველაშვილი, ვახტანგ ჭიპაშვილი , სიმონ კვერნაძე, მაირბეგ ქოზაევი, ბესარიონ შუბითიძე.
დამოუკიდებელი დეპუტატები- ალექსანდრე ვარდოსანიძე,
ბესიკ თაბუნიძე , დავით ლომიძე და ემზარ გვალია.

| Print |
FaceBook Twitter Google